სიახლე

სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

GuriaNews

“ბათუმელების” ცნობით, თურქული მედია იუწყება, რომ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა. მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს […] The post სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

“ბათუმელების” ცნობით, თურქული მედია იუწყება, რომ  სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა.

მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა  დაშავებულები არ არიან.

მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი სამსახური მაგისტრალის გაწმენდაზე მუშაობს.

The post სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი