საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ.
“მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი,” – წერს სიბიჰა.
The post რის შესახებ ისაუბრეს ბოჭორიშვილმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა appeared first on გურია ნიუსი.