სიახლე

რომელი ხილი ხართ

GuriaNews

ვერძი – ატამი ჩაკბეჩის დროს ისევე ისვრის შხეფებს, როგორც თქვენ ემოციებს, გაბრაზების დროს. შეიძლება სრულიად მშვიდად იყოთ, მაგრამ უმნიშვნელო ხუმრობამაც კი მწყობრიდან გამოგიყვანოთ. კურო – ვაშლი სხვადასხვა ჯიშისა და ფერის არსებობს. გარეგნულად საკმაოდ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ სიურპრიზებით (კარგითაც და ცუდითაც) ხანდახან მაინც აოცებთ ახლობლებს. ტყუპი – ალუბალი ერთი ტოტიდან მოწყვეტილი ორი ერთნაირი ალუბალიც […] The post რომელი ხილი ხართ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ვერძი – ატამი

ჩაკბეჩის დროს ისევე ისვრის შხეფებს, როგორც თქვენ ემოციებს, გაბრაზების დროს. შეიძლება სრულიად მშვიდად იყოთ, მაგრამ უმნიშვნელო ხუმრობამაც კი მწყობრიდან გამოგიყვანოთ.

კურო – ვაშლი

სხვადასხვა ჯიშისა და ფერის არსებობს. გარეგნულად საკმაოდ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ სიურპრიზებით (კარგითაც და ცუდითაც) ხანდახან მაინც აოცებთ ახლობლებს.

ტყუპი – ალუბალი

ერთი ტოტიდან მოწყვეტილი ორი ერთნაირი ალუბალიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. თქვენ გაორებული ნატურა ხართ, რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

კირჩხიბი – ფორთოხალი

კარგი ადამიანი ხართ და გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ. ფორთოხალს ჰგავხართ, ისიც ყველას უყვარს.

ლომი – დურიანი

ამ ნაყობს ხილის მეფეს ეძახიან. ეგზოტიკური გარეგნობა აქვს და მდიდრული გემო. სწორედ ფუფუნებისა და ძალაუფლების მოყვარე ლომის შესაფერისი ხილია.

ქალწული – ყურძენი

მტევანი აკურატული მრგვალი და ცოცხალი მარცვლებისგან შედგება. ასეთივეა ქალწული მოწესრიგებული, სისუფთავისმოყვარე და საუკეთესო ყველაფერში.

სასწორი – მანდარინი

გემრიელი მანდარის ამოცნობას დრო სჭირდება. დრო სჭირდება მერყევ სასწორსაც გადაწყვეტილების მისაღებად.

მორიელი – ლიმონი

მხოლოდ ერთეულებს შეუძლია მისი ერთიანად შეჭმა. და მხოლოდ ერთეულებს შეუძლუათ მისი რთული ხასიათის გაძლების. მხოლოდ ახლობლებმა იციან რის გამო უყვართ მორიელი.

მშვილდოსანი – პაპაია

კიდევ ერთი ეგზოტიკური ხილი. მშვილდოსანი მოგზაურია, დიდხანს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირს. სურს ეგზოტიკური ცოდნა მიიღოს უცხო ქვეყნების შესახებ.

თხის რქა – გარგარი

იშვიათად აოცებთ ხალხს სიურპრიზებით. მუდამ ბუნებრივი და პირდაპირი ხართ. ასეთივეა გარგარიც, თუ მწვანეა, მჟავე იქნება, თუ გული დამპალი აქვს, კანიც უზიანდება.

მერწყული – მარწყვი

მარწყვი ყველას უყვარს. თქვენც უამრავი მეგობარი გყავთ, იდეების გენერატორი ხართ. მარწყვისგანაც უამრავი დესერტი კეთდება.

თევზები – პომელო

საშუალო ციტრუსია ფორთოხალსა და გრეიპფრუტს შორის. მეოცნებე თევზები ისევე საჭიროებენ მეგობრებს, როგორც პომელო დაგემოვნებას, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, სანამ თევზებს კარგად არ გაიცნობთ და პომელოს არ დააგემოვნებთ.

The post რომელი ხილი ხართ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი