მოსკოვში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაადასტურეს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9–11 მაისის პერიოდში და უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, ვადასტურებ, რომ რუსეთის მხარისთვის მისაღებია ახლახან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ეხება ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინის შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“, – განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტების ფარგლებში, რომელიც პარალელურად კავშირზე იყო კიევთანაც. The post მოსკოვში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაადასტურეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →