ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 ადამიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას – „მეთადონს“, „ალფა პვპს“, ,,მდმას“, „მეფედრონს”, „მეტამფეტამინს“, „პრეგაბალინს“, „ამფეტამინს“ და გამომშრალი „მარიხუანას“. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის… The post ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 ადამიანს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →