სიახლე
პოლონეთსა და ფინეთში ამოუცნობი დრონები აღმოაჩინეს
მედიაცენტრი
პოლონეთში, რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრში, ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. დრონი კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბარტოშიცესთან, მინდორში აღმოაჩინეს. რადიოსადგურ RMF-ის ცნობით, აპარატზე აღმოჩენილია კირილური წარწერები, რაც შესაძლოა მის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ წარმომავლობაზე მიუთითებდეს. მანამდე, 3 მაისს ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ამოუცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია რუსეთის საზღვართან, ვიროლაჰტის მუნიციპალიტეტის რაიონში. The post პოლონეთსა და ფინეთში ამოუცნობი დრონები აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.