საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ გადმოღებაზე.
მესამე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერცერთი ჟურნალისტი ერთი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა. ამ წესზეც ვიფიქრებთ.
The post პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას appeared first on გურია ნიუსი.