ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს
ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 14-15 მაისს ვაშინგტონში, ისრაელსა და ლიბანს შორის „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გაიმართა. „მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე, რაც მიზნად ისახავს მათ შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღიარებას და მათ საერთო საზღვარზე რეალური უსაფრთხოების დამყარებას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს ვაშინგტონში 2-3 ივნისს განაახლებენ, მანამდე კი სამხედრო დელეგაციების შეხვედრა შედგება. The post ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →