სიახლე

ანდრეი ერმაკი გაათავისუფლეს

მედიაცენტრი

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი,ანდრეი ერმაკი, რომელიც კორუფციის ბარლდებით იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან განაცხადა, რომ 140 მილიონი გრივნა ახლობლებმა შეუგროვეს, ამას კი რამდენიმე დღე დასჭირდა.​ ერმაკის თქმით, ციხეში ის ფასიან საკანში იჯდა, რომლის საფასურიც ადვოკატმა გადაუხადა. ანდრეი ერმაკი ეჭვმიტანილია საქმეში, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე ელიტური კომპლექსის, „დინასტიის“, მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის (10 მილიონი დოლარი) ლეგალიზაციას ეხება. ის ბრალს არ აღიარებს. The post ანდრეი ერმაკი გაათავისუფლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი