„თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 20 დღის ჩვილზე
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. ცნობისთვის, 20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ბავშვის მამა აცხადებს, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული. „ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, – განაცხადა ახალშობილის მამამ. ამასთან, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, დაზიანება ბავშვს, სავარაუდოდ, კლინიკაში აქვს მიღებული. „დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“,… The post „თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 20 დღის ჩვილზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →