სიახლე

გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება – მეცნიერების უახლესი დასკვნა

elNews

მეცნიერებმა გამოავლინეს ორი ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კვლევის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ექსპერიმენტის მანძილზე მათ 108 ადამიანის 135 000-ზე მეტი ბიოლოგიური ელემენტი (ცილები, ლიპიდები, რნმ და მიკრობიომი) შეისწავლეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი ნელ-ნელა კი არ მიმდინარეობს, არამედ ორ კონკრეტულ ასაკში დრამატულ, მოლეკულურ ნახტომს აკეთებს. აღმოჩნდა, რომ … გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება – მეცნიერების უახლესი დასკვნა Read More » The post გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება – მეცნიერების უახლესი დასკვნა appeared first on elNews.ge.

პირველწყარო →

მეცნიერებმა გამოავლინეს ორი ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კვლევის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ექსპერიმენტის მანძილზე მათ 108 ადამიანის 135 000-ზე მეტი ბიოლოგიური ელემენტი (ცილები, ლიპიდები, რნმ და მიკრობიომი) შეისწავლეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი ნელ-ნელა კი არ მიმდინარეობს, არამედ ორ კონკრეტულ ასაკში დრამატულ, მოლეკულურ ნახტომს აკეთებს.

აღმოჩნდა, რომ მოლეკულების 81% მკვეთრად იცვლება ორ ასაკობრივ ეტაპზე: პირველი ნახტომი – დაახლოებით 44 წლის ასაკშია, მეორე კი დაახლოებით 60 წლის ასაკში.

ამ პერიოდში რადიკალურად იცვლება მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელია ცილების, კოფეინისა და ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე. ასევე იწყება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კანისა და კუნთების დისფუნქციასთან დაკავშირებული პირველი ძვრები.

სწორედ ამიტომ მეცნიერები გირჩევებ 40-იანი წლებიდან და 60-იანი წლების დასაწყისში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების წესს, რათა ორგანიზმს ამ დრამატული გარდატეხის პერიოდების გადალახვა გაუადვილდეს.

The post გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება – მეცნიერების უახლესი დასკვნა appeared first on elNews.ge.


მსგავსი