სიახლე

,,გერმანიის მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას” – ალის ვაიდელი

მედიაცენტრი

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინი საგარეო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე იზრუნებს. სიტყვით გამოსვლისას, ვაიდელმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომი და მას გერმანიისთვის საფრთხის შემცველი უწოდა. „გერმანიის ფედერალური მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას – ინტერესთა ბალანსსა და დიალოგს როგორც რუსეთთან, ასევე აშშ-თან, და ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან – ჩინეთთანაც. აშშ და ჩინეთი ხომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორები არიან“, – განაცხადა ალის ვაიდელმა. The post ,,გერმანიის მთავრობა, AfD-ის ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს რუსეთთან მშვიდობას” – ალის ვაიდელი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი