სიახლე

პანკისის ხეობაში დაკავებულ 3 ადამიანს ბრალი წარუდგინეს

მედიაცენტრი

პანკისის ხეობაში დაკავებულ სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს. დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებასა და დახმარებას ედავება. „ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოში” გაერთიანდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში. ასევე, მის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას, ხოლო ბრალდებულთან კავშირში მყოფი ორი პირი, საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საბრძოლო მასალას და ცეცხლსასროლ იარაღებს. ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით“, – განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ. ერთ პირს, ბრალდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე საბრძოლო მასალის… The post პანკისის ხეობაში დაკავებულ 3 ადამიანს ბრალი წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი