სიახლე

15 ივნისიდან მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება

GuriaNews

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ბრძანებით, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გარდა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქში) დასაშვები მსუბუქი შეცდომების რაოდენობა 14-მდე იზრდება (მე-15 შეცდომაზე გამოცდა წყდება), მომსახურების სააგენტო პრაქტიკის რიგების დასაჯავშნად ახალ სისტემას ნერგავს. „ადგილების თანაბარი გადანაწილების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს სპეციალური ალგორითმი. ის უზრუნველყოფს კანდიდატთა […] The post 15 ივნისიდან მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ბრძანებით, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გარდა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქში) დასაშვები მსუბუქი შეცდომების რაოდენობა 14-მდე იზრდება (მე-15 შეცდომაზე გამოცდა წყდება), მომსახურების სააგენტო პრაქტიკის რიგების დასაჯავშნად ახალ სისტემას ნერგავს.

„ადგილების თანაბარი გადანაწილების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს სპეციალური ალგორითმი. ის უზრუნველყოფს კანდიდატთა ბაზის ანალიზს და პრიორიტეტების მიხედვით მართავს რიგებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გასვლას აპირებს, აქვს ნაკლები გასვლა ან რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი უფიქსირდება“, — ნათქვამია ბრძანებაში.

ამასთან, იცვლება თეორიული გამოცდის შეფასებაც — დადებითი შედეგისთვის აპლიკანტმა 30 ბილეთიდან მინიმუმ 25 ქულის დაგროვება უნდა შეძლოს.

The post 15 ივნისიდან მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი