სიახლე

სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

GuriaNews

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავა. ბრიფინგზე სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს, რომელშიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სახელიც ფიგურირებს. გამოძიებით დადგენილი დეტალები: 2024 წლის აპრილში, ლარსის საბაჟოზე კერძო მეწარმეს არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (1 164 000 ლარი) […] The post სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავა. ბრიფინგზე სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს, რომელშიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სახელიც ფიგურირებს.

გამოძიებით დადგენილი დეტალები:

2024 წლის აპრილში, ლარსის საბაჟოზე კერძო მეწარმეს არადეკლარირებული 40 000 000 რუსული რუბლი (1 164 000 ლარი) ჩამოართვეს. ფინანსთა სამინისტრომ მეწარმეს ფულის დაბრუნებაზე უარი უთხრა.

თანამდებობაზე მყოფი ლევან ახობაძე მეწარმეს შუამავლების საშუალებით დაუკავშირდა და საქმის მოგვარება აღუთქვა. კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, მეწარმემ ფული დაიბრუნა, რის შემდეგაც ახობაძემ ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა.

 საქმის მასალებიდან და ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, რომ სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, ქრთამის თანხა განახევრდა და 250 000 ლარი გახდა.

მეწარმემ შუამავალს 250 000 ლარი გადასცა, რომელიც იმავე დღეს ლევან ახობაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მისსავე სამუშაო კაბინეტში მიუტანეს.

ახობაძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანტიკორუფციული სააგენტო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებაზე მუშაობას აგრძელებს.

The post სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი