სიახლე

თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა

Alia

თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ყაჩაღობის ბრალდებით უკვე დააკავეს. ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში […] The post თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა appeared first on .

პირველწყარო →

თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ყაჩაღობის ბრალდებით უკვე დააკავეს. ის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post თბილისის ერთ-ერთ მარკეტში პირი ცივი იარაღით შეიჭრა, მოლარეს მკვლელობით დაემუქრა და თანხა გასტაცა appeared first on .


მსგავსი