სიახლე

დონალდ ტრამპი – გამარჯობა, გრენლანდია

Alia

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „გამარჯობა, გრენლანდია“. დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის დასახლებას მთებიდან გადაჰყურებს. ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრს, იენს-ფრედერიკ ნილსენს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მუტე ეგედეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა […] The post დონალდ ტრამპი – გამარჯობა, გრენლანდია appeared first on .

პირველწყარო →

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „გამარჯობა, გრენლანდია“.

დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის დასახლებას მთებიდან გადაჰყურებს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრს, იენს-ფრედერიკ ნილსენს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მუტე ეგედეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კუნძულთან დაკავშირებით „ამერიკელების საწყისი პოზიცია არ შეცვლილა“.

ჯეფ ლენდრიმ ხუთშაბათს ქალაქ ნუუკში აშშ-ის ახალი საკონსულო გახსნა. ადგილობრივებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ხოლო გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიიღო.

The post დონალდ ტრამპი – გამარჯობა, გრენლანდია appeared first on .


მსგავსი