სიახლე

ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან

GuriaNews

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში” სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა. „მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების […] The post ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში” სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა.

„მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ის მუხლი, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ქვედანაყოფი. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

The post ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი