სიახლე

ბაჩო ახალაძე: ჩოხატაურიდან აქციაზე 50-მდე კაცი მოდის, ტრანსპორტის ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება

GuriaNews

პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერის, ბაჩო ახალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოქალაქეები და პარტიის მხარდამჭერები შეუერთდებიან. როგორც ახალაძემ „გურია ნიუსთან“ საუბარში განმარტა, ამ ეტაპზე ჩოხატაურიდან პარტიის 50-მდე მხარდამჭერის წამოსვლაა დაგეგმილი, თუმცა პროცესი ცენტრალიზებულად არ იმართება. „ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება ტრანსპორტის თვალსაზრისით. სურვილისამებრ მოდიან მოქალაქეები და დაახლოებით 50 კაცი იქნება მუნიციპალიტეტიდან“, — განუცხადა […] The post ბაჩო ახალაძე: ჩოხატაურიდან აქციაზე 50-მდე კაცი მოდის, ტრანსპორტის ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

პარტია „ახალის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერის, ბაჩო ახალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტიდან თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოქალაქეები და პარტიის მხარდამჭერები შეუერთდებიან.

როგორც ახალაძემ „გურია ნიუსთან“ საუბარში განმარტა, ამ ეტაპზე ჩოხატაურიდან  პარტიის 50-მდე მხარდამჭერის წამოსვლაა დაგეგმილი, თუმცა პროცესი ცენტრალიზებულად არ იმართება.

„ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება ტრანსპორტის თვალსაზრისით. სურვილისამებრ მოდიან მოქალაქეები და დაახლოებით 50 კაცი იქნება მუნიციპალიტეტიდან“, — განუცხადა „გურია ნიუსს“ ბაჩო ახალაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში მორიგ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ, რომლის ჩატარების უფლებასაც, ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება მათ არ აძლევს.

The post ბაჩო ახალაძე: ჩოხატაურიდან აქციაზე 50-მდე კაცი მოდის, ტრანსპორტის ცენტრალიზებული ორგანიზება არ ხდება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი