სიახლე

ირანის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომას აღადგენს

მედიაცენტრი

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS ავრცელებს. ირანის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სრულ ინტერნეტ ბლოკადაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ინტერნეტ-მონიტორინგის პლატფორმა NetBlocks-ის მონაცემებით, ბლოკადა უკვე 2 000 საათზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ შეძლო კავშირის შენარჩუნება ძვირადღირებული და მოწინავე VPN სერვისების საშუალებით. The post ირანის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომას აღადგენს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი