ხარაგაულში სკვერი ჩამოიშალა და ნანგრევებში ბავშვი ჩავარდა
ხარაგაულში მილიონ ლარიანი სკვერი ჩამოიშალა, ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი კი ადიდებული მდინარიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოლომონ მეფის ქუჩაზე მოხდა. “2025 წლის აპრილში დაუმთავრებელი და სიცოცხლისთვის საშიში სკვერი, რომლის ღირებულება მილიონ ლარამდეა, გუშინ ჩამოიშალა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი გაბედული ადამიანების დამსახურებით სასწაულად გადაურჩა ადიდებულ მდინარე ჩხერიმელას. პროექტი, რომლითაც თავს იწონებდა მერია, დაუმთავრებელია, რაც ვიდეოზე კარგად ჩანს. რა მოხდებოდა კედელი ბოლომდე რომ ჩაესხათ? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არავინ აიღებს, ეს ხომ “წყალდიდობის” ბრალია. თუ გახსენდებათ ვინმეს, მერია პასუხს აგებდეს იმ ინფრასტრუქტურული… The post ხარაგაულში სკვერი ჩამოიშალა და ნანგრევებში ბავშვი ჩავარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →