სიახლე
ჩეხეთში დაკავებული რუსი მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს
მედიაცენტრი
ჩეხეთის რესპუბლიკაში დაკავებული მიტროპოლიტი ილარიონი და მისი მძღოლი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალდებების წარდგენის, გირაოს დაკისრების და ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გარეშე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ჩეხეთის რესპუბლიკაში მიტროპოლიტი ილარიონი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მის ავტომობილში „თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს“. მიტროპოლიტმა ამოღებულ ნივთიერებებთან კავშირი უარყო. The post ჩეხეთში დაკავებული რუსი მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.