სიახლე

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასმა 12 მილიონს მიაღწია

მედიაცენტრი

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით გაიზარდა და 12 მილიონს მიაღწია. ინფორმაციას transfermarkt აქვეყნებს. გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალზე ქართველის გრაფაში 10 მილიონი ეწერა. მაგრამ ლიგა 2-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ დავითაშვილის შეფასება 2 მილიონით გაიზარდა. „სენტ-ეტიენის“ ქართველმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც სატრანსფერო შეფასებაზეც აისახა. The post ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასმა 12 მილიონს მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი