სიახლე

„დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა“ – გიორგი ვაშაძე

Alia

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ წარსულზე საუბრის დღე, ეს არის მომავლის განჭვრეტის დღე. დღეს გვიდგას თვალწინ მომავლის ორი სურათი – ერთ მხარეს არის გათითოკაცებული, იზოლაციაში მყოფი, დაჩაგრული, გაჭირვებული საქართველო და მეორე მხარეს არის ერთ მუშტად შეკრული, ღირსეული, რეგიონის ლიდერი, განვითარებული, ამაყი საქართველო. რა თქმა უნდა ჩვენ […] The post „დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა“ – გიორგი ვაშაძე appeared first on .

პირველწყარო →
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„დამოუკიდებლობის დღე არ არის მხოლოდ წარსულზე საუბრის დღე, ეს არის მომავლის განჭვრეტის დღე. დღეს გვიდგას თვალწინ მომავლის ორი სურათი – ერთ მხარეს არის გათითოკაცებული, იზოლაციაში მყოფი, დაჩაგრული, გაჭირვებული საქართველო და მეორე მხარეს არის ერთ მუშტად შეკრული, ღირსეული, რეგიონის ლიდერი, განვითარებული, ამაყი საქართველო.
რა თქმა უნდა ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, ერთიანობას. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ და ვუთხრა. “ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს”, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, რომ წაგვკიდოს ერი ერთმანეთს, დაგვაპირისპიროს. გთხოვთ, დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ და წავიყვანოთ წინ საქართველოთ. ისევე როგორც თქვენ, გვაწყხებს უსაშველოდ გაზრდილი ფასები, ჯარიმები, გვაწუხებს, რომ ბავშვებს წამალს არ უფინანსებენ, გვაწუხებს ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხს შეულძია ეს ყველაფერი გადალახოს…

…მეგობრებო, დღეს არის საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი დღე. ეს დღე შედგა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ამისთვის. დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ დიდ შეკრებაზე უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტი ქართველი უნდა დავდეთ ერთად, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება ვიზეიმოთ! ვიცი, რომ ბევრი იმედგაცრუებული ხართ, ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ვენდოთ ერთმანეთს. მე თქვენ გენდობით, მე თქვენ პატრიოტიზმს ვენდობი, მეთქვენ სამშობლოს სიყვარულს ვენდობი და გთხოვთ, გამოგვიცხადეთ ნდობა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვუტანოთ მთლიანად საქართველოს. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი, გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული, ამაყი ერი. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი მისია”

The post „დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა“ – გიორგი ვაშაძე appeared first on .


მსგავსი