დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი მკაცრი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს კომპანიებია Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. სანქციების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამეფომ სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ 3300-ზე… The post დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →