განახლდა
დღეს: 65 სიახლე
მულტიმედია

დააკავეს პოლიციელები, რომლებმაც გორში მოქალაქეებს სცემეს

პროკურატურამ დააკავა 6 პოლიციელი, რომლებმაც გორში, კომბინატის დასახლებაში მოქალაქეებზე იძალადეს და სცემეს. შემთხვევა 27 მაისს მოხდა და ფაქტი ვიდეოკამერით გადაიღო ჟურნალისტმა ლადო ბიჭაშვილმა. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“…

იხილე სრულად: multimedia.ge ↗
Radio Tavisupleba

გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურტურამ გამოძიება დაიწყო გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე. უწყების ფორმულირებით - გამოძიება დაიწყო "გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე". უწყება საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის…

Metronome

“უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე”- ელისაშვილი

უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი მომტეხეს – მე თავად საკუთარი ძალებით გავარკვიე ერთ-ერთი მოძალადის სახელი და გვარი – ეს არის ზაქრო ჩოხელი, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი…

News.ge

თორნიკე მიგინეიშვილი: ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? – არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი გორში პოლიციელების მხრიდან დაკავებულზე ჯგუფური ძალადობის ფაქტს ეხმაურება: „ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? – არა. ახალია რამე დაუსჯელობის გამო კიდევ უფრო მეტად გაბოროტებული პოლიციელების გაზრდილ რაოდენობაში? – არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის…

Timer

ზურაბ ჯაფარიძე გორში მომხდარზე: პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ სამართალდამცავების დაკავება, ­რომლებიც გორში ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, „მოუწიათ, რადგან ეს ფაქტი ვიდეოზე გადაიღეს“. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელები ადამიანებს ამ ქვეყანაში ყოველდღე „ეგრე ექცევიან“. „პოლიციელები…

Netgazeti

მიუღებელი კადრებია, შესაბამის უწყებებს ექნებათ სათანადო რეაგირება – კობახიძე გორში პოლიციელების ძალადობაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. „მე ვნახე ეს კადრები. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია. რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გორში…

მედიაცენტრი

საია-ს თავმჯდომარე გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე

„უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები. ასე ხდება მაშინ, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია“ , – ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, თამარ ონიანი გორში მომხდარ…

პარალელი

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის ალიანსი”

სააგენტო "პარალელი" “გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის ალიანსი” გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მწვავე განცხადებას ავრცელებს “ოპოზიციის ალიანსი”. “გორში მომხდარი…

ტვ ოდიში

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია მისი მდგომარეობა

პაპუნა ლოცულაშვილი, კაცი, რომელიც პოლიციელებმა გორში ჯგუფურად სცემეს, გვიან ღამით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც რამდენიმე წუთის წინ კლინიკის ექიმმა მედიას განუცხადა, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად „ვივამედის“ კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი…

Netgazeti

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს – პროკურატურა

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ჯგუფურად ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. “შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან…

MegaTV

სასტიკად სცემეს და გაიმეტეს პოლიციელებმა – გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის…

Alia

“მესამე წელია არკვევენ და მე გავარკვიე ვინ იძალადა ჩემზე – ეს არის ზაქრო ჩოხელი” – ალეკო ელისაშვილი

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, ალეკო ელისაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: პროკურატურა მოძალადე პოლიციელების დასასჯელად დაფაცურებულა. ცნობისთვის, უკვე მესამე წელი იწყება, რაც ვითხოვ იმ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც კანცელარიასთან ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ჩემზე, რომლებმაც ნეკნი…

Trialeti

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს…