ნაპოლეონის, ნიკოლოზ მეორეს, სტალინის დროინდელი უნიკალური ღვინო აუქციონზე გაიყიდება
“ღვინის ქარხანა №1”-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. კოლექცია 20 000-მდე უნიკალურ და უძველეს ეგზემპლარს აერთიანებს. კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ, შეირჩევა უნიკალური ლოტები, რომლებიც აუქციონის წესით გაიყიდება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული კოლექცია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და მოიცავს ნაპოლეონ ბონაპარტთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ღვინის ნიმუშებს. აუქციონზე კოლექციის ნაწილი მას შემდეგ გავა, როცა ნიმუშებს სრულად შეისწავლიან, აღწერენ, დადგინდება მათი გამოშვების წელი და სხვა დეტალები. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას… The post ნაპოლეონის, ნიკოლოზ მეორეს, სტალინის დროინდელი უნიკალური ღვინო აუქციონზე გაიყიდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →