სააგენტო "პარალელი"
“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო კილაძის შვილი
25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ინფორმაციებს, დეტალებს ასაჯაროვებს მისი შვილი:
“
რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ
:
1. პროცესი იყო ნახევრად გახსნილი. თავიდან, სასამართლო დარბაზში შეუშვეს, ოჯახის წევრები, თანამშრომლები და სხვა ჟურნალისტებიც. პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა, მაგრამ, დედამ მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მოასწრო
, რაც ყველაზე მთავარია, მხნედ გამოიყურება, ხმაც დინჯი და ზომიერად ამაყი აქვს.
თქვა, რომ მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ეთანხმება
მოითხოვა, რომ გაასამართლონ საჯაროდ
60ზე მეტი პირია საქმეში, ზოგი აღიარებს დანაშაულს, ზოგსაც ხელს ადებენ და დაპატიმრებული მე ვარო
2.მედიაექპერტებს მიმართა
როცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობთ, არ უნდა შეგეშინდეთ ჩემი სახელის და გვარის ხსენებაო. საკუთარი ბაბლის ინტერესებს გასცდით – თუ გინდათ, ადამიანებმა თქვენი სიმართლე დაიჯერონო.
3. ”მინდა იცოდეთ ის,რაც ალბათ ყველას გაინტერესებთ-ციხე არ არის განაჩენი”.
“არ შეგეშინდეთ იმის, რომ ციხეში ვარ”.
თქვა, რომ იქ სხვა სამყაროა და მესამე თვეს ატარებს ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად. რიგითი ბადრაგით დაწყებული, მედ-პერსონალით დამთავრებული, მადონა ექთანი და მარინა ექიმი ყოველდღე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზეო

4. წიგნს წერს, რომელიც იქნება, “ძალიან ბევრი წლის ამ საქართველოს ისტორიის ნაწილი”.
5. მადლობა გადაუხადა მედიას, თანადგომისთვის, უამრავი ზარისთვის რაც ადვოკატებმა გადასცეს.
“რასაც ახლა უნდათ, რომ წერტილი დაუსვან – წერტილს ვერ დაუსვამენ. ეს არის,ჩემი რეპუტაცია და ჩემი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე”
სასამართლო სხდომა გაგრძელდება 2 ივნისს
11:30ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წარმატებები ვუსურვოთ დედას
“, – წერს ელისო კილაძის შვილი.
“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო კილაძის შვილი
პარალელი