სიახლე

,,უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის გამშვები დანადგარი მიიღო” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი მიიღო. მისი თქმით, ამ კვირაში რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ 2 300 თავდასხმის დრონი, 1 560 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 108 რაკეტა გაუშვა. ყველა ეს დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ – საცხოვრებელი შენობებისა და ენერგეტიკული ობიექტებისკენ იყო მიმართული. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები სჭირდება, რათა საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად. The post ,,უკრაინამ გერმანიიდან IRIS-T-ის გამშვები დანადგარი მიიღო” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი