სიახლე

„დღეს ბოფორტში განსხვავებულად დავბრუნდით” – ნეთანიაჰუ

მედიაცენტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანის ისტორიული ბოფორტის ციხისა და მიმდებარე სტრატეგიული ქედის აღება ისრაელის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა. „დღეს ბოფორტში განსხვავებულად დავბრუნდით. დავრუნდით გაერთიანებულები, განმტკიცებულები და ისე ძლიერები, როგორიც არასდროს ვყოფილვართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა „ჰეზბოლას“ 8 000 მებრძოლი გაანადგურა. „ბოფორის აღება მნიშვნელოვანი ეტაპი და იმ პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. შიშის ბარიერი დავამსხვრიეთ. ყველა ფრონტზე ვმოქმედებთ – სირიაში, ღაზასა და ლიბანში. ჩვენი თემებისა და დასახლებების დასაცავად, უსაფრთხოების ზონები საზღვრებს მიღმაც შევქმენით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. The post „დღეს ბოფორტში განსხვავებულად დავბრუნდით” – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი