4 ახალგაზრდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მარტვილში 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო
მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიება გადაიდო. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის უმძიმესი დღეები დგას. უდიდესია ტკივილი და მწუხარება, რასაც ჩვენი ახალგაზრდების ლევან ბერიშვილის, ნიკა ფაილოძის, მარიამ საგინაძის და ეკა ჯაჯვანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო განვიცდით. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად მარტვილს. აღნიშნული ტრაგედიის გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიება გადადებულია”, – აღნიშნულია მარტვილის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post 4 ახალგაზრდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მარტვილში 1 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →