სიახლე

,,სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა” – თვითმხილველი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე

მედიაცენტრი

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან 50 წლამდე მამაკაცს ესროლეს, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. „ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს ესროლეს. სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში, მუცელში, კისერში“, – ამბობს ადგილობრივ მედიასთან ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. The post ,,სალონში ჰყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა” – თვითმხილველი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი