სიახლე

“ღამის 4 საათზე მოხდა ეს დიდი ტრაგედია… ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან… ორი გოგო და ორი ბიჭი იყვნენ მანქანაში. ბიჭი, რომელიც გადარჩა…” – ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

elNews

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ხურციძე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა. “ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც გადარჩა, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს … “ღამის 4 საათზე მოხდა ეს დიდი ტრაგედია… ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან… ორი გოგო და ორი ბიჭი იყვნენ მანქანაში. ბიჭი, რომელიც გადარჩა…” – ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები Read More » The post “ღამის 4 საათზე მოხდა ეს დიდი ტრაგედია… ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან… ორი გოგო და ორი ბიჭი იყვნენ მანქანაში. ბიჭი, რომელიც გადარჩა…” – ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები appeared first on elNews.ge.

პირველწყარო →

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ხურციძე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

“ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში. ბიჭმა, რომელიც გადარჩა, დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან.

ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე… გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი.

სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში ყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა”, – გვიყვება ადგილობრივი. – ამბობს ადგილობრივი “კვირის პალიტრასთან”. განაგრძეთ კითხვა>>>>

The post “ღამის 4 საათზე მოხდა ეს დიდი ტრაგედია… ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან… ორი გოგო და ორი ბიჭი იყვნენ მანქანაში. ბიჭი, რომელიც გადარჩა…” – ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები appeared first on elNews.ge.


მსგავსი