სიახლე

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

MegaTV

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა 00:30 საათზე და ბათუმში ჩავა 05:42 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 00:35 საათზე გავა და დედაქალაქში 05:34 საათზე იქნება. მათივე ინფორმაციით, […]

პირველწყარო →

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა 00:30 საათზე და ბათუმში ჩავა 05:42 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 00:35 საათზე გავა და დედაქალაქში 05:34 საათზე იქნება.

მათივე ინფორმაციით, 16 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მატარებლები იმოძრავებს:

თბილისიდან ბათუმისკენ – 10:10 საათზე; ხოლო ბათუმიდან თბილისისკენ – 18:30 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით – iOS-სა და Android-ზე, ასევე, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.


მსგავსი