სიახლე

პოლიციამ მესტიაში კიდევ 17 „მაინერი“ ამოიღო – სამ დღეში, ჯამში, 212 „მაინერია“ ამოღებული

Alia

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს – ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო […] The post პოლიციამ მესტიაში კიდევ 17 „მაინერი“ ამოიღო – სამ დღეში, ჯამში, 212 „მაინერია“ ამოღებული appeared first on .

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოიღეს – ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჯამში ამოღებულია 212 ე.წ. მაინერი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

უწყების განმარტებით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post პოლიციამ მესტიაში კიდევ 17 „მაინერი“ ამოიღო – სამ დღეში, ჯამში, 212 „მაინერია“ ამოღებული appeared first on .


მსგავსი