ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით თემატური კვირეული მოეწყო, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: დასუფთავებისა და გამწვანების აქციები; თემატური ნახატებისა და პოსტერების გამოფენა;თემატური ვიდეომასალის ჩვენება;კედლის გაზეთის გამოშვება;პერფორმანსი „ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტაა“.
კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება მეექვსე კლასში, კლასის ხელმძღვანელ თეა ქავთარიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ეკოკლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე: „ერთად დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ და „პლასტიკის მოხმარების შემცირება“.
სკოლის მოსწავლის, მარიამ მარგასარიანის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობას აჩვენებს.
_ მოსწავლეებმა გაიაზრეს და შეიმეცნეს, უხარიათ დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის, _ განაცხადა ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, მედეა ობოლაძემ.
კლასის ხელმძღვანელმა თეა ქავთარიამ კი ხაზი გაუსვა
მოსწავლეების გუნდურ მუშაობას.
აქტივობებში ჩართულობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ „მწვანე ბარათი“ და სერტიფიკატები.
The post “გვიხარია დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის” appeared first on გურია ნიუსი.