განახლდა
დღეს: 63 სიახლე
Metronome

ანდრეი სიბიგა – რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა პირობები მისთვის უფრო უარესი იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება დიპლომატიური გზით, თუმცა „პირობები უფრო უარესი იქნება“. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან გაუშვა წაგებული ომიდან გასვლის…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
News.ge

ანდრეი სიბიგა – ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა – თეირანის რეჟიმი რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ანდრეი სიბიგა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა კასპიის ზღვაში „კომერციულ გემს თავს დაესხა“. „თეირანის რეჟიმი…

Metronome

ანდრეი სიბიგამ ანკარაში, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ანკარაში, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ანდრეი სიბიგამ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე პარტნიორებს რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგების, ბრძოლის…

News.ge

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პუტინისადმი მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს რეალისტური, დროული და გონივრული მოწოდებაა. ანდრეი სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გამოვიდა შეთავაზებით…

News.ge

ანდრეი სიბიგა – მოსკოვში მყოფი ლაჩარი, რომელსაც ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს – ჩვენი მოწოდება შესაფერისი და ძლიერი პასუხია

რუსეთმა კიევზე თავდასხმისას ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ანდრეი სიბიგას განცხადებით, „მოსკოვში მყოფი ლაჩარი, რომელსაც ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ზელენსკისთან…

მედიაცენტრი

,,სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახადა”- სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის რეალური წინადადებების მიღების ნაცვლად, ომის გაჭიანურებასა და სისხლისღვრას აგრძელებს. „სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მას მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახდა დამატებითი…

Timer

ანდრეი სიბიგა: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს ადგილობრივი წარმოების იარაღის გამოყენებით ახორციელებს

უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს, ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს – პუტინმა ისტორიული შეცდომა დაუშვა,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს. „უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს. პუტინის პროპაგანდა ყოველთვის…

Metronome

ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. “აშშ-ის…

Timer

ანდრეი სიბიგა: რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის ღირებულება 600 მილიარდ დოლარს აღემატება

დროა, გაყინული რუსული აქტივების საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ , – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. ანდრეი სიბიგა კიევში, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ პრევოს შეხვდა. „გვჯერა, რომ დროა, გაყინული აქტივების საკითხს დავუბრუნდეთ, რათა განვიხილოთ…

Metronome

“ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა – ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ანდრეი სიბიგასთან მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები განსაზღვრა…

Timer

ანდრეი სიბიგა: უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება

უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. ანდრეი სიბიგა ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შესახებ შეთანხმებას „ისტორიულ ნაბიჯს“ უწოდებს. როგორც დიპლომატი განმარტავს, მიღებული ინფორმაციით…

Metronome

ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის პოზიციაზე გერჰარდ შრედერის დანიშვნას მხარს არ უჭერს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის პოზიციაზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის დანიშვნას მხარს არ უჭერს. „არა. ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მსგავს კანდიდატურას ცალსახად მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა ანდრეი…

Metronome

“რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია – პუტინს მხოლოდ სამხედრო აღლუმები ადარდებს და არა ადამიანების სიცოცხლე” – ანდრეი სიბიგა

რუსეთმა უკრაინის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების…