სიახლე

50 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Alia

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დარჩება. მეათეკლასელმა მოსწავლემ მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, როგორ აღმოჩნდა 50 წლის მამაკაცის ნაქირავებ ბინაში, როგორ აღუკვეთა მას კაცმა თავისუფლება, როგორ აყენებდა ფიზიკურ […] The post 50 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა appeared first on .

პირველწყარო →

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა 100 000-ლარიანი გირაოს შესახებ არ დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დარჩება.

მეათეკლასელმა მოსწავლემ მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, როგორ აღმოჩნდა 50 წლის მამაკაცის ნაქირავებ ბინაში, როგორ აღუკვეთა მას კაცმა თავისუფლება, როგორ აყენებდა ფიზიკურ დაზიანებებს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ამბობს, რომ მოზარდის უდანაშაულობა საქმის არსებითი განხილვის დროს დამტკიცდება. ადვოკატის თქმით, მოზარდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ინტერესების დამცველი სააპელაციოში 2 დღის ვადაში გაასაჩივრებს.

The post 50 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 15 წლის მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა appeared first on .


მსგავსი