სიახლე

ისრაელში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მედიაცენტრი

ისრაელში, სროლების სერია მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაჭრილია. სროლა მოხდა კოჰავ-იაირის ოლქში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, ასევე დასახლებულ პუნქტებში – ცურ იცხაკსა და ცურ ნათანში. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ სამისა კი საშუალო სიმძიმის. კოჰავ-იაირში მომხდარ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ეჭვმიტანილები მოკლეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ცურ იცხაკთან ახლოს ჩააცხრილეს, მეორემ კი ჭრილობა მიიღო და მიმალვას ცდილობდა. The post ისრაელში სროლას მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი