სიახლე

თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა „მადლობის მარში” გამართეს

მედიაცენტრი

რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი „მადლობის მარში“ მიმდინარეობს. როგორც მარშის ორგანიზატორები და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები აცხადებენ, ეს არის მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში და ამ მსვლელობას ისინი იმ ადამიანებს უძღვნიან, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებს პროტესტის ფარგლებში გვერდით ედგა. მარში რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და სიმბოლურად კანცელარიასთან დასრულდება. ცნობისთვის, მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს. The post თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა „მადლობის მარში” გამართეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი