სიახლე

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – ნაპოვნია 10 ცხედარი

მედიაცენტრი

მალტასთან მიგრანტების გემი ჩაიძირა. შემთხვევას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოური მედიის ცნობით, ნავს 60-მდე ადამიანი გადაჰყავდა. ტერიტორიაზე არსებულმა თევზასაჭერმა გემმა 48 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის ეს მარშრუტი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მიმდინარე წელს ამ გზის გადალახვისას 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. The post ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – ნაპოვნია 10 ცხედარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი