რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. აფეთქება მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქში მოხდა.
არსებული ინფორმაციით ბმვ-ს მარკის ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა. გარდაცვლილის ვინაობას ოფიციალურად, რუსეთი ჯერ არ ასახელებს. მედიაში გავრცელებული ცნობით ვიცით მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილი 62 წლის კაცია.
The post რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს appeared first on .