სააგენტო "პარალელი"
“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია
ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
“თვეში ერთხელ ან ორჯერ ინიშნებოდა პროცესები, თან უკვე სექტემბრამდე გაწერილი იყო.
ახლა “მოსამართლემ” ჯერ ხო 2 კვირით აქეთ გადმონიშნა და უკვე ამ პროცესზე კვირაში ორჯერ ჩანიშნა სხდომები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიდრე საქმე არ მორჩება
ეს თქვა და სხდომიდან გაიქცა – არც შეკითხვა, გინდა ადვოკატს გინდა სხვას, სცალია ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მთელი სამუშაო დღე თუ არა
აქ არის მთელი აგვისტო ან იქნებ სადმე მიდის შვებულებაში
მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12
ამ ჩემ ჭაღარას
“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის: 11 ივნისს იქნა გადმოტანილი 25 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რასთან დაკავშირებითაც, ასევე, განმარტებები გააკეთა ნიკა გვარამიამ:
“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია
პარალელი