1-ელი ივლისიდან უცხოელი სტუდენტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
საქართველოში უცხოელი სტუდენტების მიღებისა და მათი მონაცემების აღრიცხვის პროცესი რეგულირების ახალ ფაზაში შედის. მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, 2026 წლის 1 ივლისამდე როგორც საქართველოს მთავრობას, ისე განათლების სამინისტროს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. საქართველოს მთავრობამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, უნდა განსაზღვროს იმ საერთაშორისო ენობრივი სერტიფიკატების ნუსხა, რომელთა წარდგენაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს) სწავლის დაწყებისას მოუწევთ. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა დაადგინოს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის ზღვრული ლიმიტები (რაოდენობა), პერიოდულობა და სწავლის კონკრეტული პირობები. განათლების სამინისტრომ 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს სრული წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მართვის… The post 1-ელი ივლისიდან უცხოელი სტუდენტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →