სიახლე

რუსებმა უკრაინას 611 დრონით და 70 რაკეტით შეუტიეს

მედიაცენტრი

უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევის მიმართულებით რუსეთმა 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მთლიანობაში კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 70 რაკეტა და 611 დრონი. მათივე ინფორმაციით, ძირითადი დარტყმა კიევისკენ იყო მიმართული. რაკეტები ასევე გაისროლეს დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 632 სამიზნე – 50 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 582 დრონი – მოიგერია. დილის 8:00 საათის მონაცემებით, 42 ლოკაციაზე 20 ბალისტიკური რაკეტის და 27 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 12 ლოკაციაზე ჩამოვარდა. The post რუსებმა უკრაინას 611 დრონით და 70 რაკეტით შეუტიეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი