თბილისის ბალეტის ფესტივალი 5-19 ივლისს გაიმართება
საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი. 5 ივლისს ფესტივალი პიოტრ ჩაიკოვსკის უკვდავი ბალეტი „გედების ტბით” გაიხსნება. სპექტაკლში წამყვან პარტიებს შეასრულებენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი. 7-8 ივლისს წარმოდგენილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი “მძინარე მზეთუნახავი“. 7 ივლისს ქართულ საბალეტო დასთან ერთად სპექტაკლში მთავარ პარტიებს ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები – ემა ჰოუსი და... The post თბილისის ბალეტის ფესტივალი 5-19 ივლისს გაიმართება appeared first on AT.
პირველწყარო →