ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →