კირილ ბუდანოვმა პოლონეთისგან მიღებულ ორდენზე უარი თქვა
,,სამწუხაროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ჩვენი ხალხის მიმართ არამეგობრული ქმედება გამოიყენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ჩამოართვა „თეთრი არწივის“ ორდენი, რომელიც მანამდე ჰქონდა მინიჭებული”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის საჩუქარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომელიც ამას უკრაინისა და პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენებს. „ნებისმიერი უკრაინელის მსგავსად, მე არ შემიძლია განზე გავდგე და უბრალოდ ვუყურო, თუ როგორ ტრიალებს სიძულვილის ბორბალი უსაფუძვლოდ და ხელოვნურად ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით, უარს ვამბობ „ოფიცრის ჯვრის” ორდენზე პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, – წერს ბუდანოვი. The post კირილ ბუდანოვმა პოლონეთისგან მიღებულ ორდენზე უარი თქვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →