,,მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან. „ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა. მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო. მათ ბირთვული იარაღი ხუთი წლის წინ ექნებოდათ და, ჩემი აზრით, პირველივე კვირაში გამოიყენებდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ტრამპმა ასევე ისაუბრა სამხედრო ოპერაციებზე და ხაზი გაუსვა B-2 ტიპის ბომბდამშენების გადამწყვეტ როლს ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებაში. პრეზიდენტის თქმით, ეს ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან ირანი ბირთვული იარაღის შექმნამდე სულ რაღაც ერთი თვის დაშორებით იმყოფებოდა. პრეზიდენტმა… The post ,,მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →