,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ აგრარულ კონკურს „აგროლიგაზე“ ფერმერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს. კერძოდ, მან გამოთქვა წუხილი, რომ „თამაშში ძალიან გვიან ჩაერთო“ და ვერ მოასწრო „პოლონელი ფერმერებისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილებების შეჩერება“. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ პოლონეთი ამჟამად „ებრძვის შედეგებს“ ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის დადებული შეთანხმების გამო. „მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი და ყოველთვის დავიცავ პოლონელი ფერმერებისა და პოლონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნავროცკიმ. The post ,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – პოლონეთის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →